• მთავარი გვერდი
  • რეკლამა საიტზე
  • ჩვენ შესახებ
  • საკონტაქტო გვერდი
  • საიდან დავიწყო სწავლა?
  • ფორუმი

სმარტ სეო

ინტერნეტ მარკეტინგი


  • სეო
    • ონ-ფეიჯ სეო
    • ოფ-ფეიჯ სეო
    • ლინკ ბილდინგი
  • კონტენტ მარკეტინგი
    • კონტენტის სტრატეგია
    • ბლოგერობა
    • პროდუქტიულობა
    • კოპირაიტინგი
  • მონეტიზაციის გზები
    • აფილიეტ მარკეტინგი
  • იუთუბი
    • იუთუბის მარკეტინგი
    • იუთუბის სეო
  • სოციალური მედია მარკეტინგი
    • ფეისბუქის მარკეტინგი
    • ინსტაგრამის მარკეტინგი
    • ტვიტერის მარკეტინგი
    • ლინქდინის მარკეტინგი
    • პინტერესტის მარკეტინგი
    • გუგლ+ მარკეტინგი
  • წარმატება
  • ტესტები
  • რეკლამა
You are here: Home / კონტენტ მარკეტინგი / სტატიის სუსტი მხარე და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა

სტატიის სუსტი მხარე და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა

BY Rest

Print Friendly

სტატიის სუსტი მხარე და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზარა საერთო აქვს შენს პოსტსა და სხვა მარკეტერების გამოქვეყნებულ ბლოგ პოსტებს?

ძალიან ბევრი.

ზუსტად ვიცი, რომ ხვდები – ასობით და ათასობით ადამიანია, რომელსაც იგივე იდეები აწუხებს რაც შენ.

იმავე კონტენტის გამოქვეყნებაზე ფიქრობენ, რომელზეც შენ.

ისმის კითხვა, რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა შენი სტატია და არ წაიკითხოს სხვა დანარჩენი?

თუ შენ სტატიის წერასა და რედაქტირებას საკმარის დროს არ უთმობ, რათა წარმოჩნდე, როგორც ავტორიტეტი და მომხმარებელს რეალურ გამოსავალს არ სთავაზობ, ისინი შენს სტატიას არ წაიკითხავენ.

იმისათვის, რომ თქვენი სტატია ნამდვილად მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, აუცილებელია, რომ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ.

გთავაზობთ 8 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ კონტენტის დახვეწასა და სტრუქტურის გამოსწორებაში.

სისუსტე #1: შენ არ გაქვს მკაფიო სტრატეგია

  • არ იცი, თუ რატომ წერ
  • შენს კონეტნტს არანაირი მიზანი აქვს
  • მხოლოდ მაშინ წერ, როცა შთაგონებული ხარ

გსმენია ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც საიტი შექმნეს და ცოტა ხნის შემდეგ მიატოვეს? (ან შენ თუ გაგიკეთებია იგივე?)

არ შეცდე და ის უაზრო შეცდომა არ დაუშვა, როცა წერას გეგმის გარეშე იწყებენ.

მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ გეგმა თუ რას გამოაქვეყნებთ ხვალ, ზეგ და 1 კვირის შემდეგ. ეს დაგეხმარებათ კარგი და მიზანზე ორიენტირებული კონტენტის გამოქვეყნებაში.

როგორ გამოვასწოროთ:

  • დაისახე მიზნები, სანამ წერას დაიწყებ
  • გეგმა შეადგინე
  • მიაღწიე დასახულ მიზნებს

თითოეული პოსტი უნდა ემსახურებოდეს უფრო დიდ მიზანს, ვიდრე თავდაპირველად იწინასწარმეტყველე/დაგეგმე.

სანამ მკითხველი შენი სტატიის კითხვას დაიწყებს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ თითოელი სიტყვა, რომელიც აკრიფე, მნიშვნელობა აქვს და იქ მხოლოდ სიტყვების რაოდენობის გასაზრდელად არ ზის.

სისუსტე #2: დაპირება, რომელსაც არ ასრულებ

  • შენი სტატიის სათაური კონტენტს არ შეესაბამება
  • შენი რჩევები არარეალურია
  • აზრს ვერ გადმოსცემ

ზოგადად, ასეთი რამ დამწყებ ბლოგერებს ემართება. 

მომხმარებელს პირდებიან ”ბომბა” კონტენტს, იდეალური პასუხებითა და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზებით.

აქვეყნებენ სტატიებს, რომლებიც დიდ განცხადებებს აკეთებენ.

როგორ გამოვასწოროთ:

  • დაიწყე ქვევიდან, ყველაფერს ერთბაშად ნუ მოინდომებ
  • იცოდე შენი მაქსიმუმი
  • სწორად წარმოაჩინე შენი ძლიერი მხარე

არ არის აუცილებელი, რომ მომხმარებელს უთხრა, ”მე ყველაფერზე მაქვს პასუხი”, ”მე თქვენს ცხოვრებას შევცვლი”, ”ძალიან გაგიმართლად, რომ დღეს ჩემს სტატიას კითხულობთ”.

ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მკითხველს ყოველთვის უფრო სიამოვნებს, როცა ხვდება – თქვენც ისეთივე მოკვდავი ხართ, როგორც თვითონ.

იმის ნაცვლად, რომ თავი მოაჩვენოთ, თითქოს, მსოფლიო დონის ექსპერტი ხართ და გუშინ წინ, თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩეველად აგიყვანეს, ჯობია მკითხველს მკაფიოდ დაანახო, თუ რა სფერო გესმის და კონკრეტულად რაში შეგიძლია მისი დახმარება.

სისუსტე #3: ზოგად ინფორმაციას წერ

  • შენი საკითხი ბუნდოვანია
  • შენი სტატია მომხმარებელს არანაირ ცოდნას აძლევს
  • შენნაირი სტატიის დაწერას ნებისმიერი მოახერხებდა

როცა შენი კონტენტი არ არის უნიკალური, დეტალური, საინტერესო და გამოსადეგი, მკითხველი შენში ინტერესს მომენტალურად კარგავს.

და თუ შენი დავიწყება მარტივია, არასდროს გექნება შანსი, რომ რეპუტაცია აიმაღლო და შექმნა ავტორიტეტული ბრენდი.

როგორ გამოვასწოროთ:

  • გქონდეს შენი აზრი
  • ჩაატარე კვლევა
  • ჩამოაყალიბე ბრენდი

წერა საკმაოდ რთული საქმეა. ამისთვის ჩემი თქმა არ გჭირდება.

ეფექტურ ბლოგ პოსტებს ძალიან ბევრი შრომა და კრეატივი ჭირდება.

ეს ძალიან ბევრ ენერგიასა და დროს წაგართმევს, მაგრამ სანაცვლოდ ძალიან კარგ შედეგეს მიიღებ.

დროდადრო, აუდიტორია გააცნობიერებს, თუ რამდენად აღემატები შენს კონკურენტებს.

დაიმახსოვრე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვორდპრესში სიტყვების წერა; შენი მიზანია – მომხმარებელს აჩვენო, რომ საუკეთესო ხარ.

სისუსტე #4: არ იყენებ ქვეთავებს

  • მკითველს მიმართულებას არ აძლევ
  • შენი ტექსტი ერთფეროვანი და ვიზუალურად რთული აღსაქმელია
  • ენგეიჯმენთის შანს ხელიდან უშვებთ

ქვეთავები კიდევ ერთი საშუალებაა, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყრო. როგორ? თუ თქვენი სტატიის სათაურმა მკითხველი არ მოხიბლა, შეიძლება იმან დააინტერესოს, რაც ქვეთავში წერია.

კარგად ნაფიქრი ქვეთავი, დაზღვევის მსგავსია.

შეიძლება შენი მკითხველი საიტიდან გაქცევას ცდილობდეს, მაგრამ რამდენიმე სიტყვამ ის ლოიალურ კლიენტად აქციოს.

როგორ გამოვასწოროთ:

  • მოყევი ისტორია
  • დანომრე და შექმენი სიები
  • დაამატე სურათები

შენი სტატიის თითოეულმა ნაწილმა უნდა შეძლოს მკითხველის დაინტერესება.

მაქსიმალურად ეცადე, რომ შენი ნაწერი მარტივად აღსაქმელი იყოს, რათა არ დაღალოს მკითხველის გონება.

სისუსტე #5: ძალიან ბევრ საკითხზე წერ

  • კარგავ ფოკუსს
  • ბოდიალობ
  • არც შენ იცი, რას წერ

როცა ცდილობ შენი თავი ქარიზმატულ პერსონად წარმოაჩინო, შეიძლება ბევრი ანეკდოტი მოყვე და ზედმეტი მოგივიდეს, მკითხველის ყურადღება მთავარი თემიდან გადაიტანო და ჯამში, ის დაკარგო.

როგორ გამოვასწოროთ:

  • ნუ მიედ-მოედები სხვა რაღაცებს
  • ისწავლე შეცდომებისგან
  • გახსოვდეს შენი მიზნები

როცა მეცადინეობ (წერაში), მიხვდები, რომ შენს ყველა იდეას ერთ სტატიაში ვერ გადმოსცემ.

და თუ ამას ეცდები, სტატია არაეფექტური გამოვა.

ამიტომ ზოგი იდეის სამომავლოდ გადადება მოგიწევს და ამ ფაქტს თავიდანვე უნდა შეეგუო (ბევრს უჭირს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ცდილობენ ყველაფერი ერთ სტატიაში ”ჩატენონ”),

სისუსტე #6: ძალიან ბევრ სიტყვას იყენებ

  • შენი წინადადები ძალიან გრძელია
  • შენი პარაგრაფები ძალიან დიდია
  • შენი პოსტები ძალიან დიდია

შენ ალბათ იმიტომ წერ, რომ ონლაინ ბიზნესის დაწყება გინდა, ან უბრალოდ წერა გიყვარს.

ორივე შემთხვევაში, შენ ვიღაცისთვის წერ და მოგიწევს, რომ კონტენტი მომხმარებელს მოარგო.

როგორ გამოვასწოროთ:

  • შენი იდეები მარტივად ჩამოაყალიბე
  • სიტყვების რაოდენობა შეზღუდე
  • იფიქრე, როგორც მკითხველმა

რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემაა ვრცელი კონტენტის გამოქვეყნებასთან (ჩვენც ხშირად ვაკეთებთ).

მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ არის ნორმა, თუ კონტენტი 1 საკითხზეა კონცენტრირებული და არალევენატურ საკითხებს არ განიხილავს.

სისუსტე #7: შენი წერის სტილი ბანალურია

  • უამრავი კლიშე
  • მოსაწყენი მოსაზრებები
  • ”ჩვეულებრივი” კონცეფციები

ყოველთვის მოსაწყენია, როცა ერთი და იგივე იდეების კითხვა გიწევს.

კიდევ უფრო ცუდია, როცა საიტზე იმ იმედით შედიხარ, რომ რაღაც განსხვავებული დაგხვდება, მაგრამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთი იმედგაცრუებაა ხოლმე და გიწევს, ძებნა განაგრძო.

როგორ გამოვასწოროთ:

  • იყავი კრეატიული
  • იყავი დეტალებზე ორიენტირებული
  • არ დაგავიწყდეს ინოვაცია

სისუსტე #8: მოხმარებელი ჩიხში ხვდება

  • მომხმარებელს არ ეუბნები რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი
  • მათთან დიალოგს არ მართავ
  • შენი ”ნამდვილი სახის” გამოჩენას ერიდები

არ იფიქრო, რომ თუ კარგ კონტენტს გამოაქვეყნებ და საინტერესო სტატიები გექნება, მკითხველი შენთან სამუდამოდ დარჩება.

შენ გჭირდება რაღაც სხვა.

ეს სხვა კი, მათთან კავშირის დამყარებაა, მაგრამ არა როგორც ბრენდმა. ეს კავშირი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ორ ჩვეულებრივ ადამიანს შორის დგება.

როგორ გამოვასწოროთ:

  • შენი მიზნები წარმოაჩინე
  • შექმნი სფერო, სადაც ერთმანეთთან ისაუბრებთ
  • მაქსიმალურად ეცადე, რომ დისკუსიები გამართო

ყოველი სტატიის ბოლოს, მკითხველს უთხარი თუ რა უნდა ქნას სტატიის წაკითხვის შემდეგ – ეს შეიძლება სიახლეების გამოწერა იყოს, საიტზე რეგისტრაცია, სოციალურ ქსელში დალაიქება, ან სხვა ნებისმიერი, რაც თავში აზრად მოგივათ.

ჩვენს შემთხვევაში კი, ეს სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში გაწევრიანებაა, სადაც შევძლებთ დიალოგების გამართვას და საინტერესო საკითხების განხილვას.

ჩვენ მოუთმენლად გელით!

გამოიწერე სიახლეები

რეკლამის ადგილი


სოციალური მედია

  • Email
  • Facebook
  • Google+
  • Instagram
  • RSS

რეკლამის ადგილი


ძებნა

რეკლამის ადგილი


უახლესი სტატია

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

რატომ არ უყვარს გუგლს თქვენი საიტი: ნაწილი 2

ყოველთვის კარგი აზრია, რომ ლინკ ბილდინგი ხარისხიანი ლინკებით დავიწყოთ. მეტწილად, … სრული სტატია

რეკლამის ადგილი


საავტორო უფლება © 2019 შპს „სმარტ სეო“ · ყველა წესი დაცულია