რა არის საჭირო, რომ იყო საუკეთესო?
იყო საუკეთესო კოპირაიტერი, საუკეთესო დიზაინერი, საუკეთესო ბლოგერი, საუკეთესო კონტენტ მარკეტერი?
მოკლე პასუხი: 10,000 საათი.
ეს დროა საჭირო, რომ გახდე ძლიერი მათემატიკოსი, საოცარი მოჭადრაკე, იდეალური ნოველისტი.
ნუ, 10,000 საათი რომ დავყოთ, კვირაში 20 საათია, რომელიც 10 წელზე ნაწილდება.
ამ განცხადებას შეიძლება ორნაირად გამოეხმაურო.
- ყველაფერს თავი დაანებო, თქვა რომ ამისთვის დრო არ გაქვს და დაიწყო კომპანიებში СV-ების გაგზავნა
- დაჯდე, საკითხზე კარგად დაფიქრდე და დაიწყო დროის განაწილება
ორივე მიდგომაშია სერიოზული პრობლემები.
დანებების პრობლემა (გარდა იმისა, რომ სახალისო არ არის) არის, 1 საათსა და 10,000-ს შორის განსხვავების ვერ დანახვა.
სხვა სიტყვებით, სანამ 10,000 საათს არ დახარჯავ, არარაობა ხარ.
გზა კი ძალიან გრძელი და რთულია.
რატომ უნდა შევიწუხო თავი?
ხოლო 10,000 საათის პრობლემაა – როგორ შრომას ჩადებ მასში.
10,000 საათის განმავლობაში, მაგალითად, 100 სიტყვიანი სტატიების წერა ადვილია და მოსაწყენი, მაგრამ მსგავსი პრაქტიკა ვერაფერს მოგცემს.
ხოლო თუ დროს რეალურად საინტერესო საკითხებზე დავხარჯავთ, 2 საათიც საკმარისია, რომ ღირებული ინფორმაცია მივიღოთ.
როგორ მივიღოთ ჩვენი შრომისგან მაქსიმუმი?
არის რამდენიმე საინტერესო ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ თუ გვინდა დასახულ მიზანს უმოკლეს დროში მივაღწიოთ.
ამისთვის, საჭიროა გააზრებული პრაქტიკა. ერთ-ერთმა მეცნიერმა 8 საინტერესო მახასიათებელი განიხილა, თუმცა, რადგან კონტენტ მარკეტერები ვართ, ეს სია ხუთამდე შევამცირეთ.
დავიწყოთ მათი განხილვა:
- გააზრებული პრაქტიკა კარგია ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ყოველთვის ერთი და იგივეს აკეთებ და შენს კომფორტულ ზონას არ აბიჯებ, ყოველდღე იმის კეთება, რაც უკვე იცი, მხოლოდ რეგრესისკენ მიუთითებს. სხვა სიტყვებით, ახალი ინფორმაციის მიღება და მისი პრაქტიკაში გამოყენება აუცილებელია
- გააზრებული პრაქტიკა შეგვიძლია ხშირად გავიმეოროთ. კიდევ გავიმეოროთ. და კიდევ გავიმეოროთ. თუ მწერალი ხარ, წერე. თუ დიზაინერი ხარ, ბევრი იმუშავე დიზაინზე. თუ აფილიეტ მარკეტერი ხარ, ბევრი იმუშავე აფილიეტ მარკეტინგზე. გადაწყვიტე რა გინდა და დრო გაანაწილე შესაბამისად
- გააზრებულ პრაქტიკას მოაქვს შედეგებზე დაფუძნებული უკუკავშირი. მარკეტინგის სამყაროში, არ ქმნი კამპანიებს, რომლებიც არასდროს ქვეყნდება — შენ გადახიარ ასპარეზზე, რომ რაღაც გაყიდო. კითხვა ასეთია: მომხარებელი ყიდულობს თუ არა? არ აქვს მნიშვნელობა როგორი შედეგი გაქვთ. მთავარია, მუშაობთ, ცდებს ატარებთ და მიზნად მხოლოდ ერთი რამ გაქვთ – წარმატების მიღწევა
- გააზრებული პრაქტიკა ბადებს ახალ იდეებს. როცა გააზრებულად ვმუშაობთ და მაღალი თვითკრიტიკა გვაქვს, პროცესში იბადება ახალი იდეები, რომლებიც აუმჯობესებს ჩვენს სამუშაოს. მაგალითად, სტატიას ხდის უფრო მრავალფეროვანს და ვიზუალურად მდიდარს
- გააზრებული პრაქტიკა ისახავს ჭკვიანურ მიზნებს. კარგია რომ, მაგალითად, მიზნად ისახავ გახდე საუკეთესო კოპირაიტერი. იმისათვის რომ ამას მიაღწიო, საჭიროა დაისახო კონკრეტული მიზნები, რომლებიც დაგეხმარება ოცნების განხორციელებაში. მაგალითად, შეიძლება შენი ივნისის გეგმაა დაავირუსო სტატია სოციალურ ქსელში და CTR გაზარდო 5%-მდე. როცა კონკრეტულ მიზანს მიაღწევ, აღნიშნე და დაისახე ახალი
და… ეს გააზრებული პრაქტიკა რამდენი ხანი დამჭირდება?
რეალურად თუ გაინტერესებთ, 10,000 საათი ნამდვილად არ არის საჭირო. არ გჭირდება 10,000 საათი, რომ უკეთესად დაირანკო გუგლში ან უკეთესი კონტეტი გამოაქვეყნო.
კარგი ხუმრობა რომ გავიხსენოთ:
არ არის საჭირო, რომ დათვს გაასწრო. მთავარია აჯობო მეორე ადამიანს, რომელსაც დათვი მისდევს
მეტიც, კოპირაიტერების, დიზაინერებისა და მარკეტერების 90% ძალიან ცოტა შრომას დებს თავის საქმეში. მათი მიზანი მხოლოდ ის არის, რომ რაღაც თანხა გამოიმუშავონ.
ამიტომ, თუ თქვენ, როგორც დათვის შემთხვევაში, ამ ადამიანებს გაასწრებთ, უცებ აღმოჩნდებით სამოთხეში, რომელზეც ამდენი ხანია ოცნებობთ.
უფრო სახალისოა, როცა ექსპერტი ხარ, ვიდრე ჩვეულებრივი დონის მოთამაშე
როცა ექსპერტობის გზას დაადგები, მიხვდები, რომ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც დღემდე აკეთებდი.
ეს პროცესი ბევრად საინტერესო და დამაკმაყოფილებელია. თან, დროდარდო ფინანსური სარგებელიც (დრო თითოეული ადამიანისთვის ინდივიუალურია) არაამქვეყნიურად იზრდება.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან შენიშვნა შემოგვიერდით სმარტ სეოს სადისკუსიო ჯგუფში ან სმარტ სეოს ინტერნეტ მარკეტინგის ფორუმზე და ერთად განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.